აშშ-ის სენატმა შუალედურ არჩევნებამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასარიდებლად მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა შუალედურ არჩევნებამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასარიდებლად მოკლევადიანი დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. გასულ თვეში კანონპროექტის საკუთარ ვერსიას კენჭი უყარა წარმომადგენელთა პალატამაც.
ახლა კონგრესის ორივე პალატამ უნდა შეძლოს, მათ შორის, არსებულ განსხვავებებთან დაკავშირებით უთანხმოების აღმოფხვრა, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანონპროექტს მოაწერს ხელს.
ამჟამად მოქმედი დაფინანსება 30 სექტემბრამდეა ძალაში.
დემოკრატი კონგრესმენების განცხადებით, კანონპროექტის მათი ვერსია, წარმომადგენელთა პალატის ვერსიისგან განსვავებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აძლევს საშუალებას, საზღვრის დაცვისთვის სახსრები სხვა პროგრამებიდან გადაანაწილოს. ასევე მოიცავს დებულებებს, რომელიც საბინაო და სასურსათო დახმარების პროგრამების დაფინანსებაში შესწორებების შეტანის შესაძლებელობას იძლევა.
დაფინანსების დროებითი ზომები სააგენტოებისთვის ბიუჯეტის გამოყოფას 11 დეკემბრამდე უზრუნველყოფს.