აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 85-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 11 წინააღმდეგი იყო.

ახლა კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. როგორც მისი პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენი ეთანხმება მიღწეულ შეთანხმებას.

კანონპროექტი გაახანგრძლივებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მომავალი წლის 14 მარტამდე და გამოყოფს 100 მილიარდ დოლარზე მეტს სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნია ისიც, რომ კანონპროექტი არ მოიცავს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას ვალის ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ.