აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვენესუელაში დონალდ ტრამპის სამხედრო მოქმედებების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, სენატში კენჭისყრის შემდეგ ხმები 50-50-ზე გაიყო, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ხმა მისცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

როგორც ცნობილია, დემოკრატებთან ერთად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზან კოლინსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა 9 იანვარს მხარი დაუჭირა რეზოლუციის მიღების განხილვას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს. ამასთან, მედიის ცნობით, სენატში რეზოლუციის შესახებ განხილვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, კონგრესს და არა პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს ომში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილება, როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული.