აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით 484 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით 484 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან დაკავშირებით 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” წერს.

პაკეტით გათვალისწინებული თანხა პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება, ასევე შტატებსა და ადგილობრივ მთავრობებს გადაეცემა.

კერძოდ, საერთო თანხიდან 321 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის კრედიტების სახით არის გათვალისწინებული, 75 მილიარდი დოლარი საავადმყოფოების მხარდასაჭერად დაიხარჯება, 25 მილიარდი კი კორონავირუსზე ტესტირებაზე.

როგორც მოსალოდნელია, წარმომადგენელთა პალატა პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს. ამგვარად, ეს აშშ-ის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად გამოყოფილი უკვე მეოთხე პაკეტი იქნება გასული თვის შემდეგ. ოთხივე პაკეტის ჯამური თანხა დაახლოებით სამ ტრილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი