აშშ-ის სენატმა ჰონკონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო
აშშ-ის სენატმა ჰონკონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა ჰონკონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი მიიღო. კანონი ავალდებულებს თეთრ სახლს, ჰონკონგში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში მოამზადოს და სანქციები დააწესოს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, ამერიკელი კანონმდებლები მოითხოვენ, რომ ჰონკონგში ტექნიკისა და იმ საშუალებების ექსპორტი შეიზღუდოს, რომელსაც პოლიცია საპროტესტო აქციების დასაშლელად იყენებს. მათ შორის, აიკრძალოს ჰონკონგის მთავრობისთვის წყლის ჭავლის მანქანების, რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი აირის მიწოდება.

კანონის ამოქმედებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

სენატში მიღებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ჩინეთი. პეკინში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.