აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის კანდიდატურის დამტკიცებას უმრავლესობით მხარი დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარლანდი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. სენატში ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პალატის მთავარი რესპუბლიკელის მიჩ მაკკონელის მხარდაჭერა მოიპოვა, რომელიც 2016 წელს გარლანდის უზენაეს სასამართლოში არჩევის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

პალატაში ერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. მომხრეებს შორის იყვნენ რესპუბლიკელი სენატორები: ლინდსი გრეჰემი და ჩაკ გრესლი.