აშშ-ის სენატმა დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპს ირანზე სამხედრო ოპერაციის გაგრძელებისთვის კონგრესის ნებართვას მოსთხოვდა

00:26, 16.04.2026

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებისთვის კონგრესის ნებართვას მოსთხოვდა.

აღნიშნული წინადადება სენატორებმა დაბლოკეს 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ.

დემოკრატები აცხადებენ, რომ მსგავს რეზოლუციებს ყოველკვირიულად წარადგენენ.

რესპუბლიკელთა უმეტესობამ რეზოლუცია დაბლოკა, თუმცა ზოგიერთი სენატორი აღნიშნავს, რომ პოზიციას შეიცვლის, თუ ომი 60 დღეს გადააჭარბებს. ეს არის კანონით დადგენილი ვადა, რომლის შემდეგ კონგრესის ავტორიზაცია სავალდებულო ხდება.

როგორც მისურის შტატის სენატორმა, ჯოშ ჰოულიმ განმარტა, ამჟამად ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა მთავრობა თუ ვერ დაამტკიცებს, რომ კონფლიქტის შემცირებაზე მუშაობს, ის მზად იქნება საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის მხარდასაჭერად.

მსგავსი