აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბლოკავს კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების ამოქმედებას
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბლოკავს კანადასთან მიმართებაში ტრამპის მიერ ადრე გამოცხადებული 25%-იანი ტარიფის ამოქმედებას.
კანონპროექტმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში 51 ხმა მიიღო, 48-ის წინააღმდეგ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში განიხილონ, რომელსაც ასევე რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
იმ შემთხვევაშიც, თუ კანონპროექტს პალატაში განიხილავენ, ტრამპს შეუძლია, ვეტო დაადოს მას.