აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოში, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოეხმაურა.

მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.