აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC. (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება.
„თავად ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ყველა ლეგიტიმაცია დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი არ არის და უნდა გადადგეს“, – წერია კომიტეტის ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.
The fact that Lukashenka’s “inauguration” had to be held in secret only further proves he has lost all legitimacy as a leader. He is not the president of #Belarus and he must step down.
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) September 23, 2020