აშშ-ის სენატის კომიტეტმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის კომიტეტმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის კომიტეტმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობების კომიტეტში კანონპროექტს მხარი 20-მა პირმა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო.

შეზღუდვების სიაში ის კომპანიები და პირები მოხვდნენ, რომლებიც მასშტაბურ პროექტში არიან ჩართულნი. კანონპროექტი ახლა ჯერ სენატმა, შემდეგ კი, წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც, დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს. კანონპროექტი ძალაში მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ შევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც რუსეთიდან გერმანიამდე გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, ევროპაში რუსეთის გავლენას გააძლიერებს.