აშშ-ის საზღვაო ძალები - ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ სარემონტო სამუშაოებისთვის საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან მდებარე ნავსადგურში შევიდა
აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართული ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან მდებარე ნავსადგურში შევიდა.
საზღვაო ძალების განცხადებით, გემი „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“. „ჯერალდ ფორდი“ ნავსადგურში „შეფასების, სარემონტო სამუშაოებისა და მარაგების შევსების“ მიზნით მოკლე პერიოდის განმავლობაში იქნება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემის მთავარ სამრეცხაო ზონაში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო 200-მდე მეზღვაურს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. ეს არის ამერიკის უახლესი და მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, მასზე 5 000-ზე მეტი მეზღვაური და 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავია განლაგებული.
„სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი საბრძოლო მოქმედებებთან კავშირში არ არის.