აშშ-ის სატელევიზიო ქსელებმა თეთრი სახლის გაშუქება განაახლეს 

15:52, 26.09.2026
CNN Senior White House Correspondent Kristen Holmes works prepares to go on air after US President Donald J. Trump announced he would ban CNN, MS NOW, and Politico, from the White House in Washington, D.C., US., September 18, 2026. REUTERS/Evan Vucci

აშშ-ის სატელევიზიო ქსელებმა თეთრი სახლის გაშუქება განაახლეს. მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტის მესამე დღის კადრები.

ვიზიტის პირველ ორ დღეს მედიებს კადრები არ გადაუღიათ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამ მედიასაშუალებას – „სიენენს“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“, თეთრ სახლში დაშვება აუკრძალა. სოლიდარობის ნიშნად, დანარჩენმა ოთხმა დიდმა ქსელმა კამერების დაყენებაზე უარი განაცხადა, რუს გამოც არცერთ მედიას თეთრ სახლში გადაღებული მასალა არ მიუღია.

აკრძალვის შემდეგ, სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სამივე გამოცემის დაშვების აღდგენა დაავალა. თუმცა, „სიენენში“განაცხადეს, რომ ტენესის შტატში ვიზიტზე Air Force One-თან ერთად მგზავრობა აეკრძალათ, ხოლო „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, „სიენენ“-ისა და MS NOW-ის ზოგიერთ ჟურნალისტს სი ძინპინის ჩამოსვლისა და სახელმწიფო ვახშამის გაშუქებაზეც უარი უთხრეს.

სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სამივე გამოცემამ სამართლებრივი დავა არ შეწყვიტა. მათი თქმით, აკრძალვა კონსტიტუციით გარანტირებულ პრესის თავისუფლებას არღვევდა.

მსგავსი