აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა მექსიკის საზღვართან ცრემლსადენი აირი გაუშვეს
აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა მექსიკის საზღვართან ცრემლსადენი აირი გაუშვეს

აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა მექსიკის საზღვართან, სადაც მიგრანტების ჯგუფია მობილიზებული, ცრემლსადენი აირი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ძალადობრივი გზით, ტიხუანის შტატიდან ცდილობდნენ.

ერთ-ერთმა მიგრანტმა ცრემლსადენი ყუმბარა უკან, აშშ-ის ტერიტორიისკენ ისროლა.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტების ჯგუფმა მესაზღვრეებს ქვებიც დაუშინა, თუმცა სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მომსწრე არ გამხდარა.