აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ე.წ. შათდაუნის ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლება დროებით აუკრძალა
აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ე.წ. შათდაუნის ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლება დროებით აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალური მოსამართლის განცხადებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ შემცირებები უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული იყო და უფლებამოსილებას აჭარბებდა.
ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნის დაწყების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური უწყებების თანამშრომლების სამსახურებიდან დათხოვნა მთავრობის მუშაობის შეჩერებას, ე.წ. შათდაუნს უკავშირდება.
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა პირველი ოქტომბრიდან შეაჩერა, რადგან ტრამპი და კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ ფედერალური უწყებების დაფინანსების გეგმაზე ახალი ფინანსური წლისთვის. საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა პროფკავშირებმა.