აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა ისარგებლა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა ისარგებლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა ისარგებლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა არჩევანი უკვე გააკეთა, რაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა.

„როიტერი“ წერს, რომ ეს რაოდენობა 2016 წლის აქტივობის 58 პროცენტია, რაც კენჭისყრის მიმართ გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს. ბევრმა ადამიანმა აშშ-ში ხმა ფოსტის საშუალებითაც მისცა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ხალხმრავალ უბნებზე კორონავირუსული ინფექციის გავრცელება მოხდეს.

2016 წელს არჩევნების დღემდე აშშ-ში საკუთარი არჩევანი მხოლოდ 47-მა მილიონმა ადამიანმა გააკეთა.