აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს და იერიშის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
მათივე ცნობით, „სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ გემზე“ განხორციელდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. მოკლულია სამი ნარკოტერორისტი, აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
On April 15, at the direction of #SOUTHCOM commander Gen. Francis L. Donovan, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel operated by Designated Terrorist Organizations. Intelligence confirmed the vessel was transiting along known… pic.twitter.com/EaGDMHmpan
— U.S. Southern Command (@Southcom) April 16, 2026