აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, კარიბის ზღვაში, „ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში“ ჩართულ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ კარიბის ზღვაში გემზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, გემს „ტერორისტული ორგანიზაციები“ მართავდნენ.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, ოპერაციის დროს აშშ-ის არცერთი სამხედრო არ დაშავებულა.
„21 ივნისს, სამხრეთის სარდლობის მეთაურის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის მითითებით, ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ გემზე. დაზვერვის ცნობით, გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს ორი ნარკოტერორისტი დაიღუპა, ხოლო ექვსი მამაკაცი გადარჩა. შეტაკების შემდეგ, სამხრეთის სარდლობამ დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ის სანაპირო დაცვას, რათა გადარჩენილებისთვის საძიებო-სამაშველო სისტემა გაეაქტიურებინათ. აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – წერს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
On June 21, at the direction of #SOUTHCOM commander Gen. Francis L. Donovan, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel operated by Designated Terrorist Organizations. Intelligence confirmed the vessel was transiting along known… pic.twitter.com/34cDvvcwxe
— U.S. Southern Command (@Southcom) June 22, 2026