აშშ-ის სამხრეთის სარდლობა – შეერთებულმა შტატებმა სასიკვდილო დარტყმა განახორციელა სავარაუდო ნარკოტრეფიკინგში მონაწილე დაბალი პროფილის გემზე
აშშ-მა სასიკვდილო დარტყმა განახორციელა სავარაუდო ნარკოტრეფიკინგში მონაწილე დაბალი პროფილის გემზე, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, ნარკოტრეფიკინგის დამკვიდრებულ მარშრუტზე მოქმედ დაბალი ხილვადობის მქონე ხომალდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ნარკოტერორისტი დაიღუპა. როგორც სარდლობაში აცხადებენ, ეს ოპერაცია არის შეხსენება, რომ ბრძოლას პირდაპირ კარტელებს უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
„როდესაც დასავლეთ ნახევარსფეროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა ვუბრძანე, სწორედ ეს მიზანი მქონდა: დაგვეჩქარებინა, ერთმანეთთან შეგვეთანხმებინა და განგვეხორციელებინა ლეტალური მოქმედებები ამ დესტაბილიზაციის მომტანი ნარკოტერორისტული ქსელების წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, ნარკოტერორისტებს სისტემური წინააღმდეგობა გავუწიოთ – შევაფერხოთ მათი ოპერაციები, დავანგრიოთ მათი ხელმძღვანელობა და მთელ რეგიონში აღმოვფხვრათ კარტელების ტერორი. მინდა ნათლად ვთქვა: ჩვენ არ მივცემთ ნარკოტერორისტებს უფლებას, დასავლეთ ნახევარსფეროში დაუსჯელად იმოქმედონ, და არც იმას დავუშვებთ, რომ მათმა მომაკვდინებელმა საწამლავმა ამერიკულ თემებამდე მიაღწიოს. ეს ოპერაცია არის ჩვენი ლეტალური სიზუსტის, უზარმაზარი შესაძლებლობებისა და აბსოლუტური გადაწყვეტილების ძლიერი დემონსტრირება, რათა დავიცვათ აშშ-ის სამშობლო,” – აღნიშნულია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის მეთაურის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის განცხადებაში.
“This operation is a clear and decisive reminder that SOUTHCOM is taking the fight directly to the cartels.”
On August 23, under #SOUTHCOM Commander Gen. Francis L. Donovan’s direction, Joint Task Force Western Hemisphere executed a lethal kinetic strike on a low-profile vessel… pic.twitter.com/aIw1qn36gd
— U.S. Southern Command (@Southcom) August 24, 2026