აშშ-ის სამხრეთი სარდლობა – აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი
4 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, – ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთი სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ დაბომბვა, პიტ ჰეგსეტის მითითებით, ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ ფარგლებში, საერთაშორისო წყლებში განახორციელდა. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი მამაკაცი დაიღუპა.
ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედროებმა 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს გემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობაში იყვნენ ჩართული კარიბის ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რასაც, სულ მცირე, 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
On Dec. 4, at the direction of @SecWar Pete Hegseth, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel in international waters operated by a Designated Terrorist Organization. Intelligence confirmed that the vessel was carrying illicit narcotics and… pic.twitter.com/pqksvxM3HP
— U.S. Southern Command (@Southcom) December 4, 2025