აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ტორნადოებისა და უხვი ნალექის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა

12:51, 05.03.2023

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ტორნადოებისა და უხვი ნალექის გამო ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მილიონზე მეტი მოქალაქე.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამჟამად შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთით მიიწევს. უახლოეს დღეებში მიჩიგანსა და ნიუ იორკის შტატებში ძლიერი თოვლია მოსალოდნელი.

ძლიერი შტორმები წლის ამ პერიოდში ამერიკის სამხრეთისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მსგავსი