აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დაღუპულებიდან სამივეს ძლიერი ქარის დროს ხე დაეცა.

სტიქიას ერთდროულად რამდენიმე შტატში ებრძვიან. მათ შორისაა მისისიპი, ჯორჯია, ფლორიდა და ალაბამა, სადაც შტორმის შედეგად ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი.

დაზიანებულია საავტომობილო გზები, რის გამოც ქალაქებს შორის კომუნიკაცია შეფერხებულია.

სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ კიდევ რამდენიმე ქარბორბალას საშიშროების შესახებ განაცხადა.

ძლიერ ქართან და წყალდიდობასთან ერთად, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ძლიერ სეტყვასა და წვიმასთან გამკლავებაც მოუწიათ, რამაც ლუიზიანას შტატში სახნავ-სათესი მიწების ნახევრაზე მეტი გაანადგურა.