აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები პირველი „ჰიპერბგერითი“ შეიარაღების მიღებას 2022-2023 წლებში ელოდება
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები პირველი „ჰიპერბგერითი“ შეიარაღების მიღებას 2022-2023 წლებში ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები პირველი „ჰიპერბგერითი“ შეიარაღების მიღებას 2022-2023 წლებში ელოდება. ეს იქნება სწრაფი რეაგირების „ჰიპერბგერითი“ საავიაციო რაკეტები.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ლოგისტიკის სარდლობის უფროსის, გენერალ არნოლდ ბანჩის განცხადებით, სპეციალურ ARRW (Air-launched Rapid Response Weapon) პროგრამაში ინვესტიციების ჩადება გრძელდება და პირველი „ჰიპერბგერითი“ იარაღი თავდაპირველ ოპერატიულ მზადყოფნაში 2022 წელს, ან 2023 წლის დასაწყისში იქნება.

„დამატებით თანხებს ვდებთ ამ პროგრამაში, როგორც შესყიდვების, ასევე კვლევა-განვითარების და ტესტირებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბანჩმა.