აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ სამეთაურო და საკონტროლო ობიექტებზე, რაკეტების, დრონების გამშვებ პუნქტებსა და სამხედრო აეროდრომებზე იერიში მიიტანეს

09:56, 03.03.2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ სამეთაურო და საკონტროლო ობიექტებზე, ასევე ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რაკეტების, დრონების გამშვებ პუნქტებსა და სამხედრო აეროდრომებზე იერიში მიიტანა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ გადამწყვეტი ზომების მიღებას ირანის რეჟიმის მიერ წარმოქმნილი გარდაუვალი საფრთხეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი