აშშ-ის სამხედრო ძალები – სასიკვდილო დარტყმა განხორციელდა გემზე კარიბის ზღვის აუზში, დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტრეფიკინგში იყო ჩართული, დაიღუპა სამი ნარკოტერორისტი

13:56, 14.02.2026

აშშ-ის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ კარიბის ზღვის აუზში გემზე თავდასხმა განახორციელეს.

მათივე ცნობით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ამერიკელმა სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადეს, რომ გემი „ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“.

მათივე განცხადებით, აშშ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

„13 თებერვალს სამხრეთის სარდლობის მეთაურის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის მითითებით, ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა, „სამხრეთის შუბმა“ სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ გემზე. დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა. აშშ-ის სამხედრო ძალების არცერთი წევრი არ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი