აშშ-ის სამხედრო ავიაციის დაბომბვას იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის სამხედრო ავიაციის დაბომბვას იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი დაშავდა. აშშ-ის ავიაციის სამიზნე ჰავაკის უბანი გახდა, სადაც ქალაქის აეროპორტი მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს იემენის დედაქალაქი სანაა და იბის ცენტრალური რეგიონი. საერთო ჯამში, იემენის წინააღმდეგ 22 თავდასხმა განხორციელდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება.
პარალელურად, იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ კიდევ ერთი MQ-9-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ეს არის მესამე განეიტრალებული უპილოტო აპარატი ბოლო ათ დღეში.