აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები დაბომბა
აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები დაბომბა

აშშ-ის სამხედრო ავიაციამ იემენში შიიტი „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები დაბომბა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო ძალების „ბი-2“-ის სტელსის სისტემის ბომბდამშენებმა და სხვა სახის ავიაციამ შეტევა განახორციელა „ჰუსიტების“ მიწისქვეშა საწყობებზე.

ოსტინის თქმით, საწყობებში მოთავსებული იყო იარაღის სხვადასხვა კომპონენტი, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებდნენ სამოქალაქო და სამხედრო გემების წინააღმდეგ რეგიონში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა იემენში „ბი-2“-ის ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენზე დარტყმების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მითითებით გასცა. „ჰუსიტებმა“ რაკეტების, უპილოტო თვითმფრინავების გაშვება და სხვა თავდასხმები გემების წინააღმდეგ ღაზაში ომის საპასუხოდ დაიწყეს.