აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჯონსონისა და ჯონსონის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჯონსონისა და ჯონსონის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ „ჯონსონისა და ჯონსონის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ვაქცინის უპირატესობა ის არის, რომ მხოლოდ ერთი დოზაა. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა.

ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. კვლევების მიხედვით, ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში. საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66 პროცენტითაა ეფექტიანი.

ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის პრეზიდენტი.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამ შესანიშნავ ახალ ამბავს, თუმცა მიუხედავად ამისა თითოეულ ამერიკელს მოგიწოდებთ, დაიბანეთ ხელები, დაიცავით სოციალური დისტანცია და აუცილებლად ატარეთ პირბადე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.