აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „მოდერნას“ ვაქცინას „გადაუდებელი მოხმარების“ ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „მოდერნას“ ვაქცინას „გადაუდებელი მოხმარების“ ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებულ ვაქცინას „გადაუდებელი მოხმარების“ ავტორიზაცია მიანიჭა. ამასთან, მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება 18 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის. ეს „მოდერნას“ ვაქცინის პირველი რეგისტრაციაა მსოფლიოში.

უქმე დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ექვსი მილიონი დოზის დისტრიბუცია იგეგმება, რათა მოქალაქეთა აცრა დროულად დაიწყოს.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა ოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა. ქვეყნის საავადმყოფოებში მოთავსებულია 114 751 ადამიანი.

ამასთან, ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რიცხვი აშშ-ში 250 ათასს აღწევს. ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დადასტურებულია კორანივირუსის 17.5 მილიონი შემთხვევა. აშშ-ში ვირუსს 313 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.