აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ცხრა დღით ადრე დასრულდა.

ბიოგრაფიების გვერდზე შეცდომით გამოქვეყნდა ასევე ინფორმაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან დაკავშირებითაც.

ორივე შემთხვევაში აღნიშნული იყო, რომ დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის უფლებამოსილება პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე 11 იანვარს ამოიწურა.

ტრამპი და პენსი თეთრ სახლს 20 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებენ.