აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული თხოვნით უეს მიტჩელმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოფიციალურად მიმართა. დიპლომატმა გადაწყვეტილების მიზეზად საკუთარ ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება დაასახელა.

Reuters-ი იუწყება, რომ 4 იანვრით დათარიღებულ წერილში უეს მიტჩელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ პროტესტს არ გამოთქვამს.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, უეს მიტჩელი თანამდებობას 15 თებერვალს დატოვებს.