აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
როგორც დერეკ შოლე „ტვიტერის“ გვერდზე წერს, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.
„დღეს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განვუცხადეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – წერს დერეკ შოლე.
Reinforced to @PM_Kobakhidze today our concern for Georgia’s current trajectory – the Government’s hostile rhetoric and support of antidemocratic legislation places Georgia’s Euro-Atlantic future at risk. The United States urges the Georgian government to recommit Georgia to the…
— Derek Chollet (@CounselorDOS) May 2, 2024