აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნის გამო შეშფოთება გამოთქვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნის გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა რუსეთის ელჩთან ანატოლი ანტონოვთან შეხვედრისას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გერმანიის მთავრობის დასკვნის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა.

ამის შესახებ ინფრომაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუს დიპლომატთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება იქნება მის მიერ ქიმიური იარაღის აკრძალვაზე ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა.

სტივენ ბიგანი რუსეთს მოუწოდებს, სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადებასთან ამ თავდასხმის გამოსაძიებლად.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.