აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ორშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილეს, სტივენ ბიგანს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბიგანი ლიეტუვაში ორშაბათს ჩავა, შემდეგ კი, მოსკოვში გაემგზავრება.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს კონკურენტი სვეტლანა ციხანოვსკაია 11 აგვისტოს შემდეგ ლიეტუვაში იმყოფება.