აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდა, არ გაუგზავნოს „არასწორი გზავნილები“ ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მხარეებმა საუბრისას აგრეთვე განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გასამართი ვირტუალური შეხვედრის საკითხებიც.
მანამდე, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მიიღებენ „ზომებს“, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ძალას გამოიყენებს ტაივანის არსებული სტატუს-ქვოს შესაცვლელად.