აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა განიხილეს ძალადობა იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში.

ენტონი ბლინკენმა სამძიმარი გამოთქვა ძალადობის შედეგად გარდაცვლილების გამო. სახელმწიფო მდივანმა დაგმო სარაკეტო თავდასხმები და ხაზი გაუსვა დაძაბულობის დეესკალაციისა და ამჟამინდელი ძალადობის დასრულების საჭიროებას.

ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ პალესტინელები და ისრაელელები იმსახურებენ თავისუფლების, ღირსების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თანაბარ ზომებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრისას ასევე რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მანამდე ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.