აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დღესვე ავღანეთის საკითხზე ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ შეხვედრაზე მოკავშირეები განიხილავენ ერთობლივ ძალისხმევას, რაც ავღანეთიდან მოკავშირეთა პერსონალისა და ავღანელი პარტნიორების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფას მოემსახურება.

ენტონი ბლინკენისა და იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია ავღანეთში ნატო-ს მომავლის განსაზღვრისთვის.

დატოვე კომენტარი