აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ ჰაკან ფიდანთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ირანისა და მის მიერ მართული ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეები. ისინი შეთანხმდნენ ანტიტერორისტული თანამშრომლობისა და ნატო-ს გაძლიერების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.