აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა​
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა​

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენმა ჟოზეფ ბორელთან განიხილა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებში ამბიციების დონის აღდგენის, გამოცოცხლებისა და ამაღლების გზები.

ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ევროპელ დიპლომატს ბოლო წლებში ევროკავშირის ლიდერობისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ის სურვილს, იმუშაოს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საერთო გამოწვევების გადასალახად, მათ შორის „კოვიდ-19“-ის, კლიმატური ცვლილებების, მონაცემთა ტრანსატლანტიკური ნაკადების და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეთანხმდნენ ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.