აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი დაიწყოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი დაიწყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი დაიწყოს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პომპეოს თქმით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და შექმნილ მდგომარეობაზე კოსნულტაციებს ევროპელ პარტნიორებთანაც მართავს.

„ჩვენი საერთო მიზანი არის ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა, რათა მათ სუვერენიტეტს და თავისუფლებას მიაღწიონ. საპროტესტო აქციაზე გასულ ხალხს ძალიან მარტივი მოთხოვნა აქვს – ჰქონდეთ უფლება, თავად აირჩიონ ხელისუფლება. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაიწყოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.