აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სკეპტიკურად არიან განწყობილი ცნობების მიმართ, რომ რუსეთის ტერიტორიის შიგნით თავდასხმისას ამერიკული შეიარაღება იყო გამოყენებული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სკეპტიკურად არიან განწყობილი ცნობების მიმართ, რომ რუსეთის ტერიტორიის შიგნით თავდასხმისას ამერიკული შეიარაღება იყო გამოყენებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სკეპტიკურად არიან განწყობილი იმ ცნობების მიმართ, რომელთა მიხედვითაც, რუსეთის ტერიტორიის შიგნით თავდასხმისას ამერიკული შეიარაღება იყო გამოყენებული, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საგარეო უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.

მილერმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

„ნება მიბოძეთ, რამდენიმე რამ ვთქვა ამ თავდასხმების შესახებ. პირველი – ვიხილეთ სოციალურ მედიასა და სხვაგან გავრცელებული ცნობები, თითქოსდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღება იყო გამოყენებული ამ თავდასხმების დროს. ჩვენ ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვართ განწყობილი ამ ცნობების სისწორის მიმართ. ზოგადად კი, აშშ არ ახალისებს ან აძლევს უფლებას უკრაინას რუსეთის შიგნით დარტყმები მიიტანოს. ეს მკაფიოდ ვთქვით, თუმცა ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ამ ომის წარმოებაზე გადაწყვეტილებას უკრაინა იღებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.