ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

როგორც მილერმა აღნიშნა, დაგეგმილია რამდენიმე საკითხის განხილვა, რომლის დეტალები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ გაუსაჯაროებია.

მისი თქმით, ეს არის ძალიან „სენსიტიური დიპლომატიური მოლაპარაკებები“.

„ჩვენ ველით, რომ მოლაპარაკებები სამშაბათს დაიწყება და გაგრძელდება ამ კვირის ხუთშაბათამდე. ბლინკენი შეხვდება როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. უფრო მეტი დეტალი კვირის განმავლობაში გვექნება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და პირდაპირი დიალოგი არის საკვანძო დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად, გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა მილერმა.