აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში ევაკუაციას 6 000 ადამიანი ელოდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის დამატებით კონსულებს გააგზავნის როგორც ავღანეთში, ისე ყატარსა და ქუვეითში, რათა მოქალაქეებს ევაკუაციაში დახმარება გაუწიონ.

ნედ პრაისის თქმით, უახლოეს ხანში ქაბულის აეროპორტიდან 20 ფრენა განხორციელდება, რომლითაც უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

მისივე განცხადებით, აშშ-მა „საგრძნობლად გააფართოვა“ იმ პირთა წრე, რომელთაც ექნებათ საშუალება, აშშ-ში სპეციალური საიმიგრაციო ვიზა მოითხოვონ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „თალიბანს“, უზრუნველყოს ქაბულის აეროპორტში მსურველების უსაფრთხოდ მისვლა.