აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა, რომელსაც დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა, რომელსაც დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა.

საუბარია 3350 ERAM-ის ტიპის საავიაციო რაკეტასა და ამავე რაოდენობის GPS/INS სისტემაზე.

შესყიდვას ერთობლივად დააფინანსებენ დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია.

პაკეტი ასევე მოიცავს რაკეტების კონტეინერებს, კომპონენტებს, დამხმარე აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მომსახურებას, იარაღისა და აღჭურვილობის პროგრამულ უზრუნველყოფას და ასე შემდეგ. მათი საერთო სავარაუდო ღირებულება 825 მილიონი დოლარია.