აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების HAWK Phase III სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, Hawk-ის სისტემების მთავარი კონტრაქტორები Sielman Corp-ი და RTX Corp-ი არიან, ხოლო Bradley-ს მანქანების – BAE Systems-ი, Leonardo DRS Inc-ი და Renk Group AG.

როგორც აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე ტიპის შეიარაღება უკვე მიეწოდება უკრაინას.