აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის იარაღის პარტიის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის იარაღის პარტიის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 40 ერთეული თვითმავალი საარტილერიო სისტემის მიყიდვა დაამტკიცა.

ტაივანის თავდაცვის უწყებამ შეერთებულ შტატებს უკვე გადაუხადა მადლობა და განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს მისი სახმელეთო ძალების სწრაფი რეაგირებისა და საცეცხლე მხარდაჭერის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. დამატებით აღინიშნა, რომ იარაღის მიწოდება რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველია.

საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს აშშ-ის მხრიდან ტაივანისთვის მიწოდებული შეიარაღების სანაცვლოდ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა არის ოფიციალური პეკინის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ისინი აღნიშნულის საპასუხოდ გადამწყვეტ ზომებს მიიღებენ.