აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 1 107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურის 246 თანამშრომელს გაუგზავნა

11:29, 12.07.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო.

გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გაუგზავნეს 1 107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიური სამსახურის 246 თანამშრომელს.

„დეპარტამენტი ახდენს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღის შემდეგ გაათავისუფლებს, ხოლო საჯარო მოხელეებს – 60 დღის შემდეგ.

 

მსგავსი