აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეა გამახვილებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დე ფაქტო ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების საქმიანობას კრძალავენ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას.

წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად და არაოფიციალურად უჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ეკლესიებს, რომლებსაც არ აქვთ ავტოკეფალია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ნება არ დართო. რელიგიური ფიგურების ინფორმაციით, აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შერწყმას უჭერს მხარს“, – ნათქვამია ანგარიშში.