აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს კაპიტოლიუმის შენობის ამბოხთან კავშირში ბრალი დასდეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს კაპიტოლიუმის შენობის ამბოხთან კავშირში ბრალი დასდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს კაპიტოლიუმის შენობის ამბოხთან კავშირში დასდეს ბრალი.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის დროს პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად. ფედერიკო კლაინი ასევე მუშაობდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში.

დაკავებულს სავარაუდოდ რამდენიმე ბრალს წარუდგენენ, მათ შორისაა ოფიციალური საქმის წარმოების შეფერხება, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა და საშიში იარაღით ოფიცრის შეტევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფედერიკო კლაინი მუშაობდა სპეციალურ ასისტენტად დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეთა ბიუროში და იყო გარდამავალი გუნდის შტაბის თანაშემწე. კლაინი არის პირველი პირი ტრამპის ადმინისტრაციაში, ვისაც ბრალი ედება კაპიტოლიუმის არეულობასთან დაკავშირებით.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ფედერიკო კლაინი ამბოხების დროს ოფიცრების წინააღმდეგ სპეცრაზმის ფარს იყენებდა, რომლებიც ცდილობდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ ხალხის მასისთვის კომპლექსში შესვლის დროს. კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის ბრალდებით, აშშ-ში პროკურორებმა 300-ზე მეტ ადამიანს წარუდგინეს ბრალი.

დატოვე კომენტარი