აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში წინა მთავრობის დროს ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ იძულების წესით ხდებოდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში წინა მთავრობის დროს ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ იძულების წესით ხდებოდა

საქართველოში წინა მთავრობის დროს ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა, არსებობს ვარაუდი, რომ იძულების წესით ხდებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს 170 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მოიცავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ გასხვისების თაობაზე დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, წინა მთავრობის პირობებში, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისტორიული მფლობელობის უფლებების არაკანონიერი გაუქმების ფაქტები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.

„წინა მთავრობის დროს ასევე ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ ამას იძულების წესით ახორციელებდნენ“, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას უკრძალავს იმ უძრავი ქონების პრივატიზაციის გასაჩივრებას, რომელიც მთავრობამ 2007 წლამდე გაყიდა.